გიორგი ვაშაძე: კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტ, დავჩები თუ არა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში

გიორგი ვაშაძე ამ წუთებში პაატა ბურჭულაძის ოფისში მივიდა, როგორც ცნობილი გახდა, ის პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციას გამართავს, რის შემდეგაც გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში.

“მე ვესწრებოდი შეხვედრას, სადაც ეს კონფლიქტი მოხდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გაერთიანება არის რეალური ალტერნატივა იმის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. მე მექნება საუბარი ბატონ პაატასთან და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ.
ბურჭულაძის ოფისში ამ წუთებში იწყება კონსულტაციები. ოფისში უკვე მივიდა პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები