ზურაბ ჯაფარიძე: ვერ ვხედავ იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდეს

ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე რევოლუციაზე საუბარს ბოდვად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში რევოლუციური განწყობა არ არის.
როგორც ჯაფარიძე ირწმუნება, ქვეყანაში არც არჩევნების ტოტალური გაყალბების საფუძველია.
“თუ საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდება, მაშინ ხალხს აქვს უფლება ხელისუფლება შეცვალოს, მათ შორის არაკონსტიტუციური მეთოდებითაც კი. მაგრამ ზოგადად არანაირი რევოლუცია არ იქნება ქვეყანაში, ამის არც ფონი არსებობს, არც განწყობა და ვერც ვხედავ იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდეს, ასეთი მოცემულობა არ არის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები