გია ჟორჟოლიანი: პაატა ბურჭულაძის გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეებზე იდგა

„ბურჭულაძის მოძრაობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი განაყოფი“,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანი ბურჭულაძის ივანიშვილის ინტერესებთან გაიგივებას აბსურდს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში ჯდება.
“კუბლაშვილის განცხადება რეალობას მოწყვეტილი ადამიანის განცხადებაა, რამდენი ხალხი შევიდა- გამოვიდა, ეს უკვე პარტია არაა. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განაყოფი. “გირჩის” შეერთებამ ეს აზრი უფრი გააღრმავა, შემდეგ ისევ გამოეყვნენ და გავხდით მოწმე გარკვეული რღვევისა, რომელიც აღარ მგონია, რომ საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჟორჟოლიანი არჩევნებში „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვებასაც აანონსებს და ვარაუდობს , რომ პარლამენტში მმართველი გუნდის გარდა, ერთი ან ორი პარტია მოხვდება კიდევ.

“მე ვვარაუდობ, რომ პარლამენტი არ იქნება მრავალპარტიული. ვერ დავაკონკრეტებ, კიდევ რამდენი პარტია შეძლებს ბარიერის გადალახვას, მათი რეიტინგები თითქმის თანაბარია და საუბარი ბარიერის გადალახვაზეა. ჩემი პროგნოზით, ეს იქნება 1 ან 2 პარტია, თუმცა რომელი, ვერ დავაზუსტებ. ყველა მათგანს აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები