გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი ბოლნისში გეოლოგების დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი და გამგებლობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში, გეოლოგების დასახლებაში მოსახლეობას შეხვდნენ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში 24 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 17 უკვე დასრულებულია, დანარჩენი პროექტების ფარგლებში კი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. შეკეთდა შიდა გზები, მოასფალტდა ქუჩები, აღდგა წყალმომარაგების ქსელი, მოეწყო ტროტუარები, სანიაღვრე სისტემები“, – განაცხადა შეხვედრაზე “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა. მისივე თქმით, კარგად იცნობს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს და ყველა ეს პრობლემა უმოკლეს დროში ეფექტურად გადაიჭრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები