კახა კახიშვილი აუდიოჩანაწერზე: საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერის შინაარსში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხი აუცილებელია.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპის და კატეგორიის საქმეებზე ექსპერტის დასკვნა იძლევა.
„დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან ექსპერტიზის პასუხი არის ერთ-ერთი საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების მიმართულების მიცემის. ეს არის ის, როგორ ვუყურებ წმინდა სამართლებრივად ამ საკითხს. ზოგადად საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ, ვინაიდან საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპის და კატეგორიის საქმეებზე ექსპერტის დასკვნა იძლევა“, – განაცხადა მინისტრმა.
იგი ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის საკითხსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის სასჯელის აღსრულების სამინისტრო, შესაბამისად, თუ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩვენ მას აღვასრულებთ.
„ციხეებში გადაჭედილობის პრობლემები აღარ არის, ასე რომ, ამ კუთხით პრობლემებს ვერ ვხედავ”, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები