ზელენსკი ტრამპს ვაშინგტონში შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს ვაშინგტონში 18 აგვისტოს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი თავის „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

„ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, თავიდან ერთი ერთზე, შემდეგ კი ევროპელი ლიდერების ჩართვით. საერთო ჯამში დაახლოებით საათ-ნახევარი ვისაუბრეთ, ხოლო ტრამპთან – ერთი საათი. …ყველა დეტალის განხილვას მკვლელობების და ომის დასრულებისთვის პრეზიდენტ ტრამპთან ორშაბათს, ვაშინგტონში ვგეგმავ. მადლიერი ვარ მოწვევისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები