სურამის შემოვლით გზაზე მოძრაობა დღეიდან დაიწყო

სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულებულია და ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობა დღეიდან დაიწყო.

დაახლოებით, შვიდ კილომეტრამდე გზა 11 ხიდსა და 5 გვირაბს მოიცავს.

სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი ისარგებლებს თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით.

ახალი ოთხზოლიანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები