ოზურგეთში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ოზურგეთის მერის მოადგილემ ნიკა ბოლქვაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.