გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ პოზიციები 7 ადგილით გაიუმჯობესა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, შარშანდელთან შედარებით, საქართველომ პოზიციები 7 ადგილით გააუმჯობესა და 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის თანახმად, ევრაზიის რეგიონში ყველაზე მეტად პოზიციები საქართველომ და ტაჯიკეთმა გააუმჯობესეს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნულია, ევრაზიის რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკამ, საქართველოს გარდა, ექსპორტის მოცულობის ვარდნა დააფიქსირა.

„რეგიონის ქვეყნების უმრავლესობას საქმე აქვს სირთულეებთან, რომელიც უკავშირდება საქონელზე ფასების ვარდნას, ვალუტის მერყევ კურსს, რეცესიას რუსეთსა და უკრაინაში, ასევე ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას ამ შოკებმა გავლენა მოახდინა კონკურენტუნარიანობაზე ორი ძირითადი მიმართულებით: ევრაზიის რეგიონის ყველა ქვეყნების ეკონომიკამ, საქართველოს გარდა, ექსპორტის მოცულობის ვარდნა დააფიქსირა, რამაც მათი ბაზრის საერთო მოცულობა შეამცირა“, – ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში.

აზერბაიჯანმა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 37-ე, სომხეთმა 79-ე, თურქეთმა 55-ე, რუსეთმა 43-ე, ადგილი დაიკავეს. რეიტინგში პირველ ადგილზე შვეიცარია მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები