პავლე კუბლაშვილი: პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი ხელფასი და ფინანსები აინტერესებს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პარტია „სახელმწიფო – ხალხისთვის“ ლიდერს პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში პირადი ინტერესები აქვს. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი ხელფასი და ფინანსები აინტერესებს.
„ბევრი რამე შეიძლება მოიგონოს პაატა ბურჭულაძემ, მაგრამ მგონი, თვითონაც შერცხვა ეთქვა, თითქოს მსგავსი საუბარი გვქონდა, არანაირი საუბარი არც დღეს და არც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ გვქონია. როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბურჭულაძე. მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, საკუთარ თანაპარტიელებთან აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები, რომლებიც რაიონებში აგიტაციას ეწევიან მისი პარტიის სასარგებლოდ. მას არანაირად არ აინტერესებს ამ ხალხის ბედი, მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ხელფასი, ბურჭულაძეს პოლიტიკაში აინტერესებს მხოლოდ ფინანსები”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები