„ნათელაშვილმა ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე დახურული თათბირი გამართა და ოდესიდან მიღებული შავი ფული აქტივისტებს დაურიგა“

გვაქვს ინფორმაცია, რომ 8 ოქტომბერს არჩევნები ძალიან წყნარად ჩატარდება, მაგრამ საღამოს სააკაშვილის მოურავი, შალვა ნათელაშვილი გამობრძანდება და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა, იოსებ შატბერაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ნათელაშვილმა ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე დახურული თათბირი გამართა და ოდესიდან მიღებული შავი ფული აქტივისტებს დაურიგა. ისინი თითო ადამიანის გამოყვანაში 20 ლარს იხდიან“, – განაცხადა შატბერაშვილმა.
იოსებ შატბერაშვილმა 2008 წელს „ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2008 წელს „ლეიბორისტული პარტიის“ სიის მეოთხე ნომერი ბიზნესმენი თევდორაძე იყო, რომელიც საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თევდორაძე ვანო მერაბიშვილის ნათესავი იყო, რაც პარტიიდან შატბერაშვილის და მისი თანაგუნდელების წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
„ასევე, სულ ახლახან გაირკვა, რომ ნუგზარ ერგემლიძის უკანაც ბინძური გარიგება იყო. ნუგზარ ერგემლიძე, რავაზ მიშველაძე და ელიზბარ ჯაველიძე პარტიაში ჩვენ მოვიყვანეთ და ჩვენდა გასაკვირად, ნათელაშვილმა ერგემლიძე სიაში პარტიულ ლიდერებზე წინ, მე-5 ნომრად ჩაწერა. შემდეგ გაირკვა, რომ თურმე, ეს სააკაშვილთან გარიგების შედეგად მომხდარა“, – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა.
იოსებ შატბერაშვილმა „ლეიბორისტულ პარტიაში“ მყოფ ყოფილ თანაგუნდელებს პარტიის დატოვებისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს „ლეიბორისტული პარტიიდან“, თუ სინდის-ნამუსი შერჩათ, თავი დაანებონ ყვარყვარე ნათელაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ხან პრემიერად ასახელებს, ხან იარაღის მოვაჭრედ. „მემარცხენე ალიანსს“ ორი მთავარი მიზანი გვაქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში უმრავლესობით არ მოვუშვათ და შალვა ნათელაშვილი პოლიტიკას ჩამოვაშოროთ. ეს ბრძოლა ჩვენია, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა იოსებ შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები