პაატა ბურჭულაძის გაერთიანება შესაძლოა, გიორგი ვაშაძემაც დატოვოს

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ შესაძლოა, გიორგი ვაშაძემაც დტოვოს. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა,  ვაშაძეს საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
„გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მან თქვა, რომ  სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მასთან საუბრის საშუალება არ მქონდა, ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები