ქიბარ ხალვაში: წარმომიდგენია, როგორ უნდა პოროშენკოს, რომ მიშა იქედან რამენაირად წამოვიდეს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში იტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ხალვაში მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სააკაშვილის უკრაინიდან წამოსვლა სურს.
“ნეტა რა უთხრა პოროშენკომ მიშას? წარმომიდგენია, როგორ უნდა, რომ მიშა იქედან რამენაირად წამოვიდეს. მთავარია, წამოვიდეს, არა აქვს მნიშვნელობა, გვირაბით , თურქეთის გავლით თუ პირდაპირ“, -წერს ქიბარ ხალვაში.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.
აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ.ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები