„ბათიაშვილი რომ დაიჭირეს სახელმწიფო გადატრიალების ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით, ის მუხლი კვლავაც ძალაშია?!“

“ერთადერთი კითხვა ჩნდება: ირაკლი ბათიაშვილი რომ დაიჭირეს სახელმწიფო გადატრიალების ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით, ის მუხლი კვლავაც ძალაშია?!” – ასე ეხმაურება პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.
შესაბამის პოსტს მაღლაფერიძე ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.
„ერთადერთი კითხვა ჩნდება: ირაკლი ბათიაშვილი რომ დაიჭირეს სახელმწიფოს სახელმწიფო გადატრიალების ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით, ის მუხლი კვლავაც ძალაშია?! სხვა მხრივ, აღნიშნული ჩანაწერი თვისობრივ სიახლეს არ შეიცავს, უბრალოდ, მკაფიოდ გამოჩნდა რამდენიმე რამ:
მიშას ბანდამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და მხოლოდ სისხლისღვრის და არეულობის გზით ესახება ძალაუფლების დაბრუნება.
ცხადია ისიც, რისთვისაც სჭირდებოდათ „რუსთავი 2“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი. არც სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებული გვირაბის თხრა ყოფილა მხოლოდ ჩიქორთული მეტაფორა.
საინტერესოა, ახლა მაინც თუ მიხვდებიან „ნაცმოძრაობის“ სიის მეწინავეები, რომ ისინი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ლეღვის ფოთლებად სჭირდებათ?!
აუცილებელია, მთელი ამ რევოლუციური კამპანიის სამართლებრივი შეფასება – რამდენად თავსდება ამ “ნაცმოძრაობის” საქმიანობა და მიზნები დემოკრატიის ფარგლებში და ხომ არ გადადის ეს ლობიოობაში?!
P.S. თუმცა, ერთ სიახლესაც ვხედავთ, გიგი წერეთელი დავაჟკაცებულა და ხეზე შეჯდომასაც აპირებს“,- წერს ვასილ მაღლაფერიძე.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები