კობახიძე სააკაშვილზე: ჩამოვა და ძალიან ოპერატიულად “მიაბრძანებენ” თავისსავე აშენებულ ციხეში

“ის მშიშარა, გაქცეული, ჩამობრძანდეს და უპასუხოს სასამართლოს კითხვებს, ძალიან გრძელი პროცესი ელოდება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით წერს.

“ეს, უცხო ქვეყნის მოქალაქე, სამშობლოზე რომ უარი თქვა, თან არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული, “გვემუქრება” – მალე ჩამოვალო. ეს, მისი თანამეცხედრე, ასევე აღტაცებული ”გვპირდება”, მალე ჩამოვაო და მერე? თავის ფეხით თუ ჩამოვა, ამას რა  სჯობია?! ჩამოვა და ძალიან ოპერატიულად “მიაბრძანებენ” თავისსავე აშენებულ ციხეში… იმას, ეტყობა, თავი ის პირველი პრეზიდენტი ჰგონია, მართლა სიყვარულით და თვალზე ცრემლით რომ ელოდებოდა საზოგადოება იქ, სამეგრელოში… ალბათ, ამიტომაც, მეგრული ”ნანინათი” ცდილობს ადამიანებით მანიპულირებას და მათი გულის აჩუყებას მისი ცოლი, ამ კუთხისთვის სრულიად უცხო! მერე რა, რომ ქართული ისწავლა, მერე რა, რომ მეგრულიც აითვისა, თავისსავე საკეთილდღეოდ?! ძალიან ცდებით ორივე! არც მიშაა ზვიადი და არც ეს ხალხია ისეთი ბრიყვი, რომ ეს ორი ერთმანეთში აერიოს! სამეგრელოსაც თავი დაანებეთ, აჭარასაც… ქართველ ხალხს დაანებეთ თავი! ის მოახერხებს და გააკეთებს თავისუფალ არჩევანს! ის მშიშარა გაქცეული კი ჩამობრძანდეს და უპასუხოს სასამართლოს კითხვებს, ძალიან გრძელი პროცესი ელოდება!” – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები