ლევან კალანდაძე: უჩვეულო ვერაფერი დავინახე, ბიზნესმენები საზოგადოების წევრები არიან

”ფორმატი იყო ძალიან საქმიანი. ეს იყო ბიზნესმენების შეხვედრა ერთმანეთთან და გაზიარება ერთმანეთისთვის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის”, – ასე შეაფასა ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართული ეკონომიკური ფორუმი, სადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტებსა და სპეციალისტებს შეხვდა. მისივე თქმით, ბიზნესმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა დღეს არსებული მდგომარეობა და ის შესაძლებლობები და პერსპექტივები, რომელიც უახლოესი 4 წლის განმავლობაში უნდა რეალიზდეს.
”ფორმატი იყო ძალიან საქმიანი. ეს იყო ბიზნესმენების შეხვედრა ერთმანეთთან და გაზიარება ერთმანეთისთვის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის. მე უჩვეულო ვერაფერი დავინახე. ბიზნესმენები საზოგადოების წევრები არიან, ბუნებრივია, მათი აქტივობა. თანამონაწილეობა ეკონომიკურ პროცესებში მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი მუშა შეხვედრა, რომელზეც უბრალოდ ბიზნესმენებმა ერთმანეთთან შეაჯერეს ქვეყნის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები და აქცენტები”, – განაცხადა კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები