ვალერი გელაშვილი: რამდენიც საჭიროა, იმდენი წელი დაველოდები, რომ განაჩენი სააკაშვილის მიმართაც დადგეს

პარლამენტის წევრმა, ვალერი გელაშვილმა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც მასზე თავდამსხმელი ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულად იქნენ ცნობილი.
კმაყოფილი ვარ, რომ განაჩენი დადგა იმ პირების მიმართ, რომლებმაც დავალება შეასრულეს და ჩემზე თავდასხმა მოახდინეს, – განაცხადა გელაშვილმა გადაცემა 2030-ში.
„ჩემზე თავდასხმის ბრძანება სააკაშვილმა გასცა, მერაბიშვილმა, კოდუამ და სირაძემ კი, მისი დავალება შეასრულეს. რამდენიც საჭიროა, იმდენი წელი დაველოდები, რომ განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც დადგეს“, – განაცხადა გელაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. სასამართლომ სამივე ბრალდებული – შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები