სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
”2016 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3117 შეადგინა”, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები