ერაყში „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქ შირქათის გათავისუფლების ოპერაცია იწყება

ერაყის ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქ შირქათის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ამის თაობაზე ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა, ერაყის ხელისუფლების საბოლოო მიზანი ქალაქ მოსულის გათავისუფლებაა, მაგრამ ამისთვის მიმდებარე დასახლებული პუნქტების აღებაა აუცილებელი.
მოსული ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები