პრემიერი: მინდა, მივულოცო ბატონ დავითს და მთლიანად მინისტრთა კაბინეტს ეს ძალიან დიდი წარმატება
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა.
„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა–ჩვენი კოლეგა, დავით სერგეენკო აირჩიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. მინდა, მივულოცო ბატონ დავითს და მთლიანად მინისტრთა კაბინეტს ეს ძალიან დიდი წარმატება!”– აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.