დიმიტრი ხუნდაძე: მინისტრი საძინებელშიც მინისტრი უნდა იყოს

პოლიტიკოსს იმ ინფორმაციების გაჟღერების არ უნდა ეშინოდეს, რაც მის გარშემო ხდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.
ხუნდაძე მსგავსი ტიპის ინფორმაციების გავრცელების წინააღმდეგია.
„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი ინფორმაციები ასე ღიად გამოდიოდეს.
არ უნდა გვეშინოდეს იმ ინფორმაციის გაჟღერების, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ვფიქრობ, პოლიტიკოსი უნდა იყოს ყველგან პოლიტიკოსი და მინისტრი საძინებელშიც უნდა იყოს მინისტრი“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები