მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს, სანდრა კალნიეტს (ლატვია, EPP) და ანდრეი გრჟიბმს (პოლონეთი, EPP) შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და მრავალი განხორციელებული  რეფორმა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ევროპულ გზას.
ევროპარლამენტარებმა ცალსახად დაადასტურეს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი და აღნიშნეს, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება,  შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ  ევროპარლამენტარებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს. კიდევ ერთხელ აღინიშნა  საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება და მზაობა არჩევნები წარიმართოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები