ზარალის დათვლის მეთოდოლოგიისა და მართვის მექანიზმის შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ზარალის დათვლის მეთოდოლოგიისა და მართვის მექანიზმის შემუშავებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა.
მასში მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და საქვეუწყებო ორგანიზაციების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ზარალის დათვლის ერთიანი მეთოდოლოგიისა და მართვის მექანიზმის შემუშავების მიზნით, საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებული ხედვის წარდგენა პროცესში ჩართული უწყებებისთვის, ასევე ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის (PPRD East 2) ფარგლებში ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება, ამავე პროგრამიდან შესაძლო მხარდამჭერი ქმედებების განხილვა და შეთანხმება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისების მართვის ცენტრის დირექტორი გიორგი ღიბრაძე, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე რევია და ევროკავშირის პროექტის ექსპერტი მარკო მოსაბო.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი კოორდინაციას უწევს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესს. შემუშავებულია საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და მზადდება კატასტროფების შემცირების სტრატეგია (DRR). ვინაიდან მსგავსი სტრატეგია პირველად მზადდება, გამოიკვეთა ზარალის/ზიანის სტანდარტიზებული ფორმით დათვლისა და მართვის საკითხზე მუშაობის აუცილებლობა. სანდო და მაქსიმალურად სრული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი მნიშვნელოვანია კატასტროფებით გამოწვეული თუ მოსალოდნელი ზიანის აღრიცხვის, თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები