როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

18 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 16-17 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22-დან 25 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 24-26 გრადუსი იქნება.
როგორც გვაზავამ განაცხადა, 18 სექტემბრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, ჰაერი დასავლეთ საქართველოში 27-29 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთში კი  ტემპერატურა 29-30 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს და ხვალ მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 18 სექტემბრიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 25-27-მდე მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები