პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს შეუერთდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს შეუერთდნენ.
როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, ინიციატივა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, შეთანხმების კარგი შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაუშვას.

„ჩვენ ყოველთვის მძაფრად ვაკრიტიკებდით ყველა ტიპის ძალადობას. შესაბამისად, მივესალმეთ პრემიერის ინიციატივას ე.წ. სამშვიდობო მემურანდუმთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ დიალოგის პროცესში და შეუერთდნენ მემორანდუმს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ყველაფრის გარანტი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა მეტი შეთანხმებისა და დიალოგისაკენ, რომელიც ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანამ უნდა შეძლოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „ქართული ოცნება“ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები