გიორგი პაპუაშვილი: ვალდებული ვარ, რომ ორ კვირაში რაზეც შესაძლებელია, გადაწყვეტილება მივიღოთ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვალდებულია, ვიდრე მას უფლებამოსილება ამოეწურება, გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილება მიიღოს.
ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეკრების ვადებზე დასმული კითხვის საპასუხოდ გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ის ვერ დაასახელებს ზუსტ დროს, როდის მოხდება შეკრება და გადაწყვეტილებების მიღება.
საკონსტიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც მისი თავმჯდომარეობის დარჩენილ ორ კვირაში, ისე მომავალშიც, სრულფასოვან ფუნქციონირებას გააგრძელებს.
„მე როგორც თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ვალდებული ვარ, რომ იმ პერიოდში, რაც დარჩა, რაზეც შესაძლებელია, იმაზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული. რაზეც შესაძებელია, რომ მოსმენები ჩატარდეს- ჩატარდეს. მე ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით არ ვიცი, თუმცა ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ  მაქსიმალურად მოესწროს ყველაფერი, რისი გაკეთებაც  ამ ორი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
30 სექტემბერს გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები