ირაკლი სესიაშვილი: ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ, არჩევნები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ

სამწუხაროდ, ვფლობთ ინფორმაციას, რომლის ფარგლებშიც, მოსალოდნელია, უფრო სწორად, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს და მათთან ასოცირებულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული ბოროტი ზრახვები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
“თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ ქვეყნაში არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და თავისუფალ რეჟიმში, ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა და მეტიც, ყველა ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას ამის სურვილი უნდა ჰქონდეს.
სამწუხაროდ, ვფლობთ ინფორმაციას, რომლის ფარგლებშიც, მოსალოდნელია, უფრო სწორად ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს და მათთან ასოცირებულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული ბოროტი ზრახვები. მე ვიტყოდი, რომ ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ,  არჩევნები გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები