ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე შსს-ში დაიბარეს

შს სამინისტროში სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმეზე ტელეკომპანია „ რუსთავის 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არის დაბარებული.
დღესვე საგამოძიებო უწყებაში უნდა მივიდეს მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძეც.
როგორც პაატა ბურჭულაძის სამართლებრივი მრჩეველი – დავით ჯანდიერი „რუსთავი 2“ -თან საუბრისას აღნიშნავს, მათ ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვთ.
“ეს არის ნეგატიური კამპანია, რომელიც მიმართულია ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. ამით არის გამოწვეული ჩანაწერების გამოქვეყნებაც და გამოძიებაში დაბარებაც. ბუნებრივია, გამოძიების ეფექტიანობაზე საუბარი ზედმეტია და ამის არავითარი იმედი არ გაგვაჩნია”, – აცხადებს დავით ჯანდიერი.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრის უკანონდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი დღის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები