“ცოცხალი წიგნების” მე-12 ჯგუფი მთიულეთ – გუდამაყარსა და ხევში გაემგზავრა

“ცოცხალი წიგნების” მე-12 ჯგუფი 5-8 სექტემბერს მთიულეთ – გუდამაყარსა და ხევში გაემგზავრება.
ჯგუფში არიან მწერლები: მიხო მოსულიშვილი, ბაღათერ არაბული, შალვა ბაკურაძე,  მაია სარიშვილი, პაატა ბერიკაშვილი და მარიამ წიკლაური. მკითხველთან შეხვედრები შემდეგი განრიგით ჩატარდება.

14199336_10205416112602522_4981858511524631417_n5 სექტემბერი, გასვლა კულტურის სამინისტროდან;
12.00. მცხეთის ბიბლიოთეკა;
13.00 – წეროვანის კულტურის სახლი;
16.00  – დაბრუნება თბილისში.
6 სექტემბერს გასვლა კულტურის სამინისტროდან;
15.00 – შეხვედრა გუდამაყარში, საჯარო სკოლის შენობა სოფელ კიტოხში;
17.00 – ასვლა ყაზბეგში.
7  სექტემბერი – შეხვედრა ყაზბეგის კულტურის ცენტრში და გერგეთის სამების მოლოცვა.
8  სექტემბერი,  12.00 – სოფელ მლეთის სკოლა, ფასანაურის ბიბლიოთეკა -14.00, ანანაურის ბიბლოთეკა -15.00, დუშეთის კულტურის სახლი -17.00 (დაბრუნება თბილისში).
მწერლებთან ერთად რეგიონში წიგნის გამავრცელებელი კომპანია “ირიათონი” იმუშავებს და ახალ გამოცემებს შესთავაზებს საზოგადოებას. მათ შორის, პროექტში მონაწილე ავტორთა კრებულებსაც.

14237598_10205416111722500_733210449588831755_nპროექტი “ცოცხალი წიგნები” გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას.
პროექტის ფარგლებში გაიმართება პოეზიის, გაიმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
პროექტში აქტიურად იქნება ჩართული საგამომცემლო სექტორიც. მოეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები – მწერლები თავად მოგვევლინებიან გამავრცელებლის როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი წარადგენენ და პოპულარიზაციას გაუწევენ კოლეგების შემოქმედებასაც.
14 აპრილიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი „ცოცხალი წიგნები – 2016“ განახლდა. ქართველი მწერლები საქართველოს ყველა რეგიონს 14 აპრილიდან 14 ოქტომბრამდე კვლავ მოივლიან.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ -საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 იანვარს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც 75 მწერალია ჩართული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე დისკუსიებს გულისხმობდა.
მთელი წლის მანძილზე „ცოცხალი წიგნების დღიურები“ „ლიტერატურულ გაზეთში“ იბეჭდებოდა. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო – „ცოცხალ წიგნებთან“ შეხვედრები გაიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე – სამხედრო ნაწილებში.
მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან კი, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა მასპინძლობს. მწერლები მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ.
პროექტ „ცოცხალი წიგნების“  კურატორია მარიამ წიკლაური, ხელმძღვანელი – ქეთევან დუმბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები