კახა კალაძე ნარმანიას გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს
ენერგეტიკის მინისტრი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 2012 წლამდე. 2012 წლის მერე, რეალურად რომ ვთქვათ, გვქონდა აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა და დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა და ამიტომ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხდება მაგალითების მოყვანა, აპელირება, თუ რა იყო 2012 წლამდე და რა მდგომარეობაა დღეს.
მე ვფიქრობ, დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, აბსოლუტურად შეცვლილი გარემო და ეს, რა თქმა უნდა, არის ყველა ჩვენგანის, მთავრობის, ხალხის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ერთობლივი დამსახურება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.