“პოზიციას” ორგანიზებით, საერთაშორისო ვაჭრობისა და მენეჯმენტის შესახებ სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო კომპანია Georgian Roots International-ის ხელმძღვანელმა, დენი მანსურიმ სტუდენტებისთვის სემინარი თემაზე – „საერთაშორისო ვაჭრობა და მენეჯმენტი“ ჩაატარა.
სემინარს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ.
დენი მანსურიმ საერთაშორისო ვაჭრობის ძირითად პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით საქართველოს შესაძლებლობებზე ისაუბრა და მან აუდიტორიას საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო.
სემინარი ერთი საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
როგორც სემინარის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, მათთვის ძალიან საინტერესო თემაზე გაიმართა დიალოგი. ახალგაზრდების თქმით, დენი მანსურიმ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს შესაძლებლობები პოზიტიურად წარმოაჩინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციაში“ აცხადებენ, რომ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სემინარები სხვადასხვა საინტერესო თემაზე მომავალშიც ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები