ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც “კვირას” ვეტერანების სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, პრეზენტაციის დაწყებამდე თანამშრომლებს სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.
სამსახურის სტრუქტურაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას ამავე სამსახურის დეპარტამენტების უფროსებმა წარუდგინეს. სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ვეტერანებისთვის ცხოვრების სათანადო პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა.
სტრუქტურაში შემავალი ყველა დეპარტამენტის თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები სამსახურის დებულების მიხედვით შეიქმნა და თითოეული თანამშრომელი ვეტერანების კეთილდღეობაზე ყოველდღიურ ზრუნვას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები