საქალაქო სასამართლომ “რესპუბლიკელების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისი საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ,,რესპუბლიკური“ პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
”რესპუბლიკური პარტია” სარჩელით ითხოვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას, რომლითაც ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთვნა.
რესპუბლიკურ პარტიას სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 2 დღე აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები