„მწვანე მუშტის“ წევრი ირაკლი კუპრაძე საკრებულოს სხდომიდან დაცვამ გაიყვანა

საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ შეწყდა. ირაკლი კუპრაძემ, რომლიც ორი დღის წინ მერის გაღიზიანების ადრესატი გახდა, სხდომაზე სიტყვა იმ დროს მოითხოვა, როდესაც დეპუტატები მერს უსმენდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა მას განუმარტა, რომ სხდომაზე სიტყვის თქმას დეპუტატებიც ელოდებოდნენ და მათზე წინ ვერ დააყენებდა, თუმცა კუპრაძემ მოსმენა არ ისურვა, რის გამოც მისი დარბაზიდან გაყვანა დაცვის მეშვეობით გახდა საჭირო. კუპრაძემ სხდომა ხმაურის ფონზე დატოვა.
„რასაც ვითხოვ, არის სიტყვის უფლება და მიმართვა დეპუტატებისადმი, რომლებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქალაქზე და მერზე, რომელიც დაკისრებულ ვალდებულებებს თავს ვერ ართმევს. მოვითხოვ, თბილისის მერი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ის არა მარტო უღირსი მერია, არამედ უღირსი ადამიანიცაა, რომელმაც ვერ შეძლო ბოდიშის მოხდა იმ ადამიანისთვის, რომელთანაც უღირსად მოიქცა. თუმცა, ბოდიში მოუხადა თავის ამომრჩეველს და მისი ყველა მოქმედება მიმართულია პიარაქციებისკენ საარჩევნოდ. ჩვენ ამ ყველაფერში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, პროტესტი გრძელდება“, – განაცხადა კუპრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები