ნარმანიას შეხვედრა დეპუტატებთან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საკრებულოში თბილისის მერის, დავით ნარმანიას შეხვედრა დეპუტატებთან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თბილისის მერი დეპუტატების კითხვებს პასუხობს, რომელიც, ძირითადად, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტს უკავშირდება.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ნარმანიას ყაზბეგის ქუჩაზე მისვლა და მოჭრილი ხეების ნახვა შესთავაზა, რომლებიც, მისი მტკიცებით, გამხმარი არ ყოფილა. მანამდე მერმა სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ გამწვანების საქალაქო სამსახური ყაზბეგის #22-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო.
მისივე თქმით, მერიას ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის უფლება არ ჰქონდა.
ნარმანიას განცხადებით, ინვესტორს ადგილზე 18 კვიპაროსი არ უნდა მოეჭრა, რაც შენარჩუნებულია და 5 ხე უნდა გადაერგო.
სხდომის დაწყებიდან რამდენიმე ხანში სხდომათა დარბაზში ნარმანიას გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გაღიზიანებულმა მოქალაქეებმა მერის გამოსვლა ხმაურიანი შეძახილებით ჩაშალეს. შემდეგ კი სიტუაცია განიმუხტა და სხდომა განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები