საკრებულოში მისულმა მოქალაქეებმა ნარმანიას გამოსვლა ჩაშალეს (ვიდეო)

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე ხდომაზე ხმაური თავდაპირველად უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერმა დაპირისპირებამ გამოიწვია.
თბილისის მერის რიგგარეშე ანგარიშის მოსმენამდე, ნარმანიას ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ მიმართა და მისი მმართველობის პერიოდში არსებული ხარვეზები შეახსენა. მან ასევე მერს თანამდებობის დატოვება ურჩია.
მერმა აბესაძის საპასუხოდ კი განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არც თავად აპირებს და არც გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებას.
აბესაძის გაკეთებულ განცახდებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუგზარ მალაღურაძე გამოეხმაურა და მათი მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომები გაუმეორა. სწორედ მალაღურაძის სიტყვებმა გააღიზიანა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი თამაზ შოშიაშვილი, რამაც დარბაზში ხმაური გამოიწვია.
სხდომაზე სიტუაცია მეორედ მაშინ დაიძაბა, როდესაც მერი სიტყვით გამოსვლისას ყაზბეგის ქუჩაძე მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით საუბრობდა. მას სიტყვა საკრებულოში მისულმა ცოტნე გამსახურდიამ გააწყვეტინა. მერის სიტყვებმა ასევე სხვა პირებიც გააღიზიანა და მათ ხმამაღალი შეძახილებით მერის გამოსვლა ჩაშალეს.
გამსახურდიას და რამდენიმე მოქალაქეს დარბაზი დაცვის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.
ამ წუთებში საკრებულოში რიგგარეშე სხდომა განახლდა, სადაც სიტყვით დედაქალაქის მერი გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები