ცოტნე გამსახურდია: თბილისის მერი გამოსვლის დროს ზღაპრებს ყვებოდა

ცოტნე გამსახურდიას განცხადებით,  საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ თბილისის მერი გამოსვლის დროს ზღაპრებს ყვებოდა და დამსწრე საზოგადოებას ატყუებდა.
„დავით ნარმანიას თქმით, არ სჯერა იმის, რომ ყაზბეგის გამზირზე ჯანმრთელი ხეები დაჩეხეს და გამოძიების დასრულებას ელოდება. სანამ გამოძიება დასრულდება, დასრულდება უამრავი ადამიანის სიცოცხლე ამ ქალაქში, სწორედ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ნარმანია და მისი უუნარობაა დამნაშავე“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
სიტყვიერი დაპირისპირების გამო თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას გამოსვლა რამდენიმე წუთით შეწყდა, თუმცა ახლა კვლავ განახლდა და მერი სიტყვით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები