დავით ნარმანია: ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, ბევრი სკვერი გაჩეხილი და გაყიდული დაგვხვდა

დავით ნარმანიამ, საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხელისუფლებაში მოსვლის დროს ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მერმა დეპუტატებს შეახსენა, რომ ხელისუფლებამ გაყიდული სკვერებისა და გაჩეხილი ხეების ქალაქი ჩაიბარა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ცოტაა გამწვანებული სივრცეები და სკვერები, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი, ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, ბევრი სკვერი გაჩეხილი და გაყიდული დაგვხვდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერმა სურვილი გამოთქვა, რომ ქალაქში მეტი საჯარო სივრცე იყოს. ყურადღების მისაქცევ რაიონებად დაასახელა – ავჭალა, დიღომი.
ნარმანიამ ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადწყვეტილების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები