საქართველოს პრეზიდენტს ბელორუსიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, დღეს, ბელორუსიის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
მიხაილ მიატლიკოვი ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი ელჩია რეზიდენციით თბილისში.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ბელორუს დიპლომატთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო – ბელორუსიის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თბილისში საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში ბელორუსიის პრეზიდენტის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი შედეგია.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
თავის მხრივ, მიხაილ მიატლიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის პირველი ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები