დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მ.წ. 25 აგვისტოს N 01- 04/87 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა.
რატი ბრეგაძე დაიბადა 1982 წლის 12 დეკემბერს, 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასევე 2011 წელს დაამთავრა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები