დავით ნარმანია: ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში რეორგანიზაცია სექტემბერში დაიწყება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში რეორგანიზაციის შესახებ დებულება შემუშავდა, რომელიც სექტემბრისთვის ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული სამსახური გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის სამსახურად გარდაიქმნება და მასში რამდენიმე განყოფილება შევა.
დავით ნარმანიამ ასევე ისაუბრა ყაზბეგის ქუჩაზე მოჭრილ ხეებზეც და განაცხადა, რომ ნებართვა მხოლოდ ხმელი ხეების გაჩეხვაზე გაიცა.
„ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მე ველოდები გამოძიებას და არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო. პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, მაგრამ მთავარია, პროცესი მივიდეს ბოლომდე.18 საღი კიპაროსის მოჭრაზე ჩვენ ნებართვა არ გაგვიცია“, – განაცხადა ნარმანიამ.
მან ქალაქში ხეების მოჭრასთან დაკავშირებული საკითხების გამკაცრებაზეც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები