გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებს და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. გამოითქვა იმედი, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“, რომელსაც დღეს მოწერა ხელი, კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთობებს ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები