გიორგი კვირიკაშვილი: ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს. „ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს ცხოვრების მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას! დიდი წარმატება მინდა გისურვოთ ამ გზაზე! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენ ხარისხიანი განათლების მიღების, საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა გქონდეთ. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობებს სწორად და გონივრულად გამოიყენებთ და თქვენი სახით საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა,“–ნათქვამია მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები