პრეზიდენტი: მარო მაყაშვილის თავგანწირვის მაგალითი სახელმძღვანელოა საზოგადოების თითოეული წევრისათვის

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარო მაყაშვილის დაბადების დღეს ეხმიანება.
„დღეს მარო მაყაშვილის დაბადების დღეა. ეს სახელი გამორჩეულია მათ შორის, ვინც თავი გაწირა საქართველოსთვის.
იუნკერთა მცირერიცხოვანი, მაგრამ თავდადებული რაზმის წევრი ახალგაზრდა გოგონას გმირობა ლეგენდად შემორჩა ხალხის მეხსიერებას.
მარო მაყაშვილის თავგანწირვის მაგალითი სახელმძღვანელოა დღევანდელი და მომავლის ქართველი მებრძოლების, ჩვენი ახალგაზრდობის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა.
სწორედ ამ ღვაწლის არდავიწყების ნიშნად მივანიჭე გასულ წელს მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის ორდენი.
დაე, მისი ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩეს თავისუფლებისაკენ მუდმივ მოწოდებად თითოეული ჩვენგანისადმი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები