ყაზბეგის გამზირზე პროკურატურის და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა მოკვლევა დაასრულეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე პროკურატურის თანამშრომლებმა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა მოკვლევა დაასრულეს. ყაზბეგის 22 ნომერში, სადაც, მერიის ინიციატივით, 45 ძირი ხე მოიჭრა, სპეციალისტებმა ნიმუშები აიღეს. შედეგები საზოგადოებისთვის დასკვნის დადების შემდეგ გახდება ცნობილი.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის დადების შემდეგ გაირკვევა, თუ რის საფუძველზე გასცეს მერიამ და ეკოლოგიის სამსახურმა ხეების მოჭრის ნებართვა. პროკურატურის წარმომადგენლის, ზურაბ სამხარაძის თქმით, ძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და დაიკითხნენ შესაბამისი მოწმეებიც, თუმცა პროკურატურის თანამშრომელი მათ ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს.
”მოწმეებიდან შესაბამისი პირები დაიკითხნენ, თუმცა კონკრეტულად ვინ დაიკითხა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გეტყვით მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება და მის შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს სამხარაძემ. პროკურატურის ინფორმაციით, ძიების დასკვნის შედეგები საზოგადოებისთვის მისი დასრულებისთანავე იქნება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები