დავით ნარმანია საზოგადოებას ბოდიშს უხდის

თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინდელი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. განცხადება სოციალურ ქსელში, დავით ნარმანიას ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს.
ბოლო ერთი კვირაა, მერიის თანამშრომლების და ჩემ მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა.
მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები