თბილისის მერია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, “ქალაქის მთავრობა მზად არის დააფინანსოს პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდების, კვლევებისა და ტრენინგების გზით სატრანსპორტო სფეროს თემატიკას მოიცავს: საგზაო უსაფრთხოებას, მძღოლებისა და ქვეითების მიერ მოძრაობის წესების დაცვას, პარკირებისა და ქვეითთა გადასასვლელების მნიშვნელობას, ველოსიპედებისა და ფეხითმოსიარულეების ბილიკების რეკლამირებას. მერია მიმართავს დაინტერესებულ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებს. ასევე არაკომერციულმა ორგანიზაციებს, რომ 20 სექტემბრამდე საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. გამარჯვებულებს სპეციალური კომისია გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში შედიან: მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები