„ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტში კომპრომისების გარეშე, შევძლებთ, უზრუნველვყოთ მეტი სტაბილურობა“

ნაბიჯ-ნაბიჯ, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტში ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, შევძლებთ, უზრუნველვყოთ მეტი სტაბილურობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველი გუნდის გონივრული საგარეო პოლიტიკასის პოლიტიკის შედეგია თუნდაც ის, რომ წელს საქართველოში 400 ათასზე მეტი ტურისტია ჩამოსული რუსეთიდან, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი.
„ჩვენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტში ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, შევძლებთ, უზრუნველვყოთ მეტი სტაბილურობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივ დაპირისპირებაში იყოს.
„ჩვენ, ერთიანი ძალით, აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. უნდა დასრულდეს ამ პატარა ერში ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთთან დაპირისპირება. არ შეიძლება ამდენი შეურაცხყოფის ატანა, არ შეიძლება, ბავშვები უყურებდნენ, მათი მშობლები როგორ ჭამენ ერთმანეთს. ეს არანორმალურია და თუ ჩვენ ეს არ დავასრულეთ, არაფერი გამოგვივა, ვიქნებით მუდმივ დაპირისპირებაში. ჩვენი პარტიის მოწოდებაა, გზა გავუხსნათ ყველა ადამიანს, მათ შორის, მივცეთ საშუალება იმ „გზააბნეულებსაც“, რომლებიც დღეს შეიძლება სხვა მოსაზრების იყვნენ, გაერთიანდნენ ამ ერთი მიზიდულობის ძალის ქვეშ, რომელსაც აუცილებლად შექმნის „ქართული ოცნება“, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი ყველაზე ძლიერი ძალა და სერიოზული ცვლილებების მომტანი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები