საარჩევნო კომისიამ საიას სარჩელი სააკაშვილთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. კომისიამ საჭიროდ არ ჩათვალა სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა „საია“-ს სარჩელის მიხედვით, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დაარღვია საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას კრძალავს.

კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო, რის გამოც სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
წევრების ნაწილი ,,საიას“ საჩივარს მართებულად თვლიდა, ნაწილი კი სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას ეწინააღმდეგებოდა. კამათის მიზეზი კოდექსის ორი მუხლი გახდა, ერთის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება, ხოლო იგივე კოდექსის სხვა მუხლის მიხდვით კანონი იმ შემთხვევაში ირღვევა, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე აგიტაციის პროცესში აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები