„დახმარებისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ იტალიის მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან მუშაობას“

დახმარებისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მუშაობას იტალიის მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ იტალიაში მიწისძვრის შედეგად მომხდარი მსხვერპლის გამო იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა.
„ვაგრძელებთ მუშაობას, კომუნიკაციას. ამოქმედდა „ცხელი ხაზის“ ნომრები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდნენ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ მიმართულებით, თუ რაიმე ჩვენი მხრიდან შესაძლებელია გაკეთდეს. დახმარებისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მუშაობას იტალიის მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან“,- განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან.
იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე მეტად რიეტას პროვინცია დაზარალდა. ქალაქ ამატრიჩეს მერის, სერჯიო პეროცის თქმით, „ნახევარი ქალაქი დანგრეულია“. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯას სამხრეთით მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნანგრევებში ადამიანები რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები